მასალების გაგზავნა

nofees
მასალების გასაგზავნად საჭიროა შესვლა, ან რეგისტრაცია.

ავტორის სახელმძღვანელო

ჟურნალში ,,გლობალიზაცია და ბიზნესი’’ ავტორებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ნაშრომები. რედაქტორის შეფასებით დადგინდება, შეესაბამება თუ არა წარდგენილი სტატიები ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს. ის ნაშრომები, რომლებიც მიიღებენ რედაქტორის დადებით შეფასებას, გადაიგზავნება რეცენზიაზე, რათა დადგინდეს გამოქვეყნდება თუ არა აღნიშნული ნაშრომი ჟურნალში. სამეცნიერო ნაშრომის წარდგენამდე ავტორებს მოეთხოვებათ, მოიპოვონ ნებართვა ყველა იმ მასალაზე, რაც ტექსტში აქვთ წარმოდგენილი, იქნება ეს ფოტოსურათები, დოკუმენტები თუ მონაცემები. 

ყველა ის ავტორი, რომელიც გამოგზავნილ სტატიაში არიან წარმოდგენილი, ავტორობაზე უნდა აცხადებდეს თანხმობას. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისმა ეთიკის კომიტეტმა, საკვლევი ქვეყნის სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა დაამოწმონ ჩატარებული კვლევა. 

რედაქტორს შეუძლია არ მიიღოს ნაშრომი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აკმაყოფილებს ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს. სტატიის წარდგენამდე, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ საკვლევი გეგმა და არგუმენტი სწორად არის ორგანიზებული და ჩამოყალიბებული. სათაური უნდა იყოს ლაკონიური, ხოლო აბსტრაქტი ტექსტისგან დამოუკიდებელი, მხოლოდ აღნიშნული და ქვემოთ მოცემული წესებისა და პირობების შემთხვევაში არის შესაძლებლობა რეცენზენტებმა დაიწყოს მიღებული ნაშრომის განხილვა. როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ნაშრომი ჟურნალის სტანდარტების შესაბამისობაშია, გაიარეთ რეგისტრაცია.

ერთიდაიგივე ავტორს ერთ ნომერში შეუძლია გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.

სტატიის შედგენის წესი 
•    ავტორებს შეუძლიათ სტატიები წარმოადგინონ ინგლისურ ან ქართულ-ინგლისურ ენაზე;
•    სტატიის სათაური: ერთ ხაზში, შრიფტის ფორმატი - Bold, ზომა - 14;
•    აბსტრაქტი (150-250 სიტყვა) სტატიის ენაზე. ფორმატი: დახრილი - Italic, შრიფტის ზომა - 12; სადაც, სტატიის მთავარი მეცნიერული შედეგები უნდა იქნეს გამოხატული. აღნიშნული რეზიუმეში არ უნდა იყოს მოყვანილი ციტატები გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებიდან, სქემებიდან, ფოტოებიდან, ილუსტრაციებიდან ან ცხრილებიდან;
•    საკვანძო სიტყვები (3-7 სიტყვა); ფორმატი: დახრილი - Italic, შრიფტის ზომა - 12;
•    ნახაზები, გამოსახულებები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები უნდა იყოს მოცემული შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
•    თუ ტექსტში მხოლოდ ერთი ილუსტრაციაა მოცემული, ის არ უნდა იყოს დანომრილი;
•    აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნახაზების, გამოსახულებების, სქემების, ფოტოების, ილუსტრაციების, ცხრილების დასათაურება ან/და იმავე ადგილას (სათაურის ქვემოთ) მოკლე დახასიათება;

ნაშრომის ფორმატი
•    გამოგზავნილი ნაშრომი უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 20 გვერდს, ბიბლიოგრაფიისა და სქოლიოების ჩათვლით;
•    ზღვარი: ზევით-ქვემოთ – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
•    შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - Sylfaen; ინგლისური ტექსტისთვის - Times New Roman;
•    შრიფტის ზომა - 12;
•    სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,5;

სტატიის აგებულება

ტექსტის აგებულების ყველა ქვემოთ მოცემული ნაწილი სავალდებულოა, გარდა დანართისა:

  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, აფილაცია, ORCiD ID
    • ავტორის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო/სასწავლო დაწესებულება, ქალაქი, ქვეყანა, ინსტიტუციური კუთვნილება
    • ასევე მიუთითეთ ORCiD-ის ან სხვა საერთაშორისო სისტემებისა და პლატფორმების იდენტიფიკატორი, რითაც შესაძლებელი იქნება თქვენი პუბლიკაციების პოვნა (ResearchGate, Academia.edu, Social Science Research Network (SSRN)).
  • სათაური
    • სათაურში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 20 ერთეული. სათაურზე შენიშნვა აღინიშნება ფიფქით, ფურცლის ბოლოში განმარტებით
  • საძიებო სიტყვა
    • სიტყვა, სიტყვა, სიტყვა,.... 3-7 სიტყვა
  • აბსტრაქტი
    • აბსტრაქტი წინ უძღვის სტატიას და აღწერს განსახილველ თემას. მასში მოცემულია იმ ძირითადი საკითხების შეჯამება, რასაც სტატიაში ავტორი მიმოიხილავს. იგი მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს ნაშრომის შინაარსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები. აბსტრაქტის მიზანია გადააწყვეტინოს მკითხველს არის თუ არა მოცემული მასალა მისთვის საინტერესო, რატომ უნდა წაიკითხოს და რა კითხვებზეა კვლევაში პასუხი გაცემული. აბსტრაქტი მოიცავს 150 – 250 სიტყვას.

  • შესავალი
    • შესავალში ყურადღება მახვილდება შესასწავლი საკითხის აქტუალობაზე, კვლევის საგანზე, დასახულ მიზანზე, ამოცანებსა და ეტაპებზე. მნიშვნელოვანია პრობლემის დანახვა და საკითხის მკაფიოდ დასმა.
  • ძირითადი ნაწილი
    • ტექსტის ძირითად ნაწილში წარმოდგენილია თემის შინაარსი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კვლევის აღწერასა და შედეგების ანალიზს, თავად კვლევის პროცესსა და თანმიმდევრულ მსჯელობას, რომლის შედეგადაც კეთდება თეორიული დასკვნები, შუალედური შედეგები და საერთო დასკვნის დასაბუთება. ტექსტის ძირითადი ნაწილი იყოფა სტრუქტურებად (თავი/ქვეთავი, პარაგრაფი და ა.შ.), რაც უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის სტატიას.
    • ტექსტი უნდა დაიყოს თავებად, სადაც ეს შესაძლებელია. სათაურებს შეიძლება ჰქონდეს მაქსიმუმ ორი დონე და უნდა იყოს დანომრილი (მაგ. თავის 1 სათაური, ქვეთავის 1.1 სათაური).

    • კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და მონაცემები:

    • ნაშრომის ამ ნაწილში მითითებულია მისი მიზანი, დეტალური მეთოდოლოგია და გამოყენებული მონაცემები. ნაშრომის სათაური უნდა შეესაბამებოდეს მის მიზანს და შინაარსს.

    • შედეგები და დისკუსია:

    • ავტორი განავრცობს კვლევის შედეგებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.

  • დასკვნა
    • წარმოადგენს ტექსტის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას. იგი მკაფიოდ და ლაკონურად აჯამებს კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს მოცემული კვლევის მთავარ არსს, მეცნიერულ სიახლესა და მის ღირებულებას, აღწერს ძირითად მიგნებებსა და შესაძლო რეკომენდაციებს, ქმნის კვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივასა და ინტერესს.
  • სქოლიო
    •  სქოლიო (დამოწმებული ლიტერატურა, შენიშვნები, ავტორისეული განმარტებები და მითითებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს (გამოქვეყნების ენაზე).

    • სქოლიოში დამოწმებული ლიტერატურა უნდა მიეთითოს ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები და განმარტებები ფიფქით, რომელიც არ დაინომრება. თუ სტატიის ტექსტში ერთ გვერდზე, ერთი და იგივე წყარო ერთმანეთის მიყოლებით არის მითითებული, ამ წყაროს მონაცემები ხელახლა აღარ მიეთითება და იწერება მხოლოდ მითითება – „იქვე“ კონკრეტული გვერდის მითითებით.

    • ტექსტში არსებული ციტატები და ბიბლიოგრაფიული სია უნდა მიჰყვეს მითითების სტილს, რომელსაც იყენებს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA სტილი). 
      მაგალითი: ავტორი(ებ)ის გვარი,, სახელი, პირველი ინიციალი(ები), შუა ინიციალები, (გამოქვეყნების წელი). სტატიის სათაური. გამომცემელი, ტომი (გამოცემა), გვერდი, სტატიის ნომერი ან DOI.

  • ბიბლიოგრაფია  
    • ბიბლიოგრაფია წარმოდგენილია კონსოლიდირებული, დანომრილი სახით ტექსტის ბოლოს გამოქვეყნების ენაზე. ბიბლიოგრაფია გთავაზობთ იდეის ფონს ან დამატებით საკითხავს და მოიცავს არა მარტო იმ წყაროებს, რომელიც დამოწმებულია ნაშრომში, არამედ იმ ავტორთა შრომებს, რომლებიც არ არის ციტირებული, მაგრამ გამოყენებულია, როგორც მსჯელობის გასავითარებელი მასალა.

    • ავტორებს მოეთხოვებათ დაასაბუთონ ციტირება DOI (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორის) გამოყენებით, თუ ის მინიჭებულია პუბლიკაციაზე. DOI-ის მოსაძებნად, გთხოვთ ეწვიოთ: https://www.crossref.org/guestquery/  

  • დანართი  

 

დეტალურად სტატიის აგებულების შესახებ იხილეთ Word შაბლონი
 

ავტორი ვალდებულია დაიცვას APA სტილი (2024 წლის დეკემბრიდან)

დამატებით APA სტილის შესახებ იხილეთ ბმული: https://apastyle.apa.org/

მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია

ყველა წარდგენილი ნაშრომი შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს:

  • წარდგენილი ნაშრომი აკმაყოფილებს ავტორის გზამკვლევში მითითებულ მოთხოვნებს.
  • წარდგენილი ნაშრომი არ ყოფილა ადრე გამოქვეყნებული და არც სხვა ჟურნალის წინაშეა განსახილველი.
  • გამოყენებული ლიტერატურა დაზუსტებულია და სრულყოფილად არის წარმოდგენილი. 
  • ყველა ცხრილი და ფიგურა დანომრილია და მიმაგრებულია. 
  • მიღებულია ნებართვა გამოქვეყნდეს ყველა ფოტო, მონაცემები და სხვა მასალა, რომელიც წარდგენილ ნაშრომს ახლავს თან.

გამოქვეყნების ნებართვა

გამოქვეყნების შემთხვევაში, სტატია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკითხველისთვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.