პლაგიატის პოლიტიკა
მიზანი და ეთიკური ჩარჩო
ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ იცავს პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს და ეფუძნება გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE) მიერ დადგენილ პრინციპებს.
პლაგიატის ნებისმიერი ფორმა განიხილება როგორც სერიოზული ეთიკური დარღვევა და ეწინააღმდეგება ჟურნალის რედაქციულ სტანდარტებს.
პლაგიატის ფორმები და განმარტება
პლაგიატი გულისხმობს სხვისი ნაშრომის, იდეის ან ტექსტის გამოყენებას სათანადო ციტირების გარეშე.
პლაგიატის ძირითადი ფორმებია:
- სიტყვასიტყვითი პლაგიატი – ტექსტის პირდაპირი დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე
- პარაფრაზირებული პლაგიატი – სხვისი ტექსტის გადმოცემა სტილის ან სიტყვების მცირე ცვლილებით, მაგრამ წყაროს გარეშე
- მოზაიკური პლაგიატი – სხვადასხვა წყაროდან აღებული ფრაგმენტების შერწყმა ისე, რომ ტექსტი თითქოს ორიგინალურია, თუმცა რეალურად გადმოღებულია
- თვითპლაგიატი – ავტორის წინა ნაშრომიდან ტექსტის ან შედეგების გადატანა ახალ პუბლიკაციაში სათანადო მითითების გარეშე
- წყაროს მიუთითებლობა – იდეის, თეზისის ან თეორიის გამოყენება არაზუსტი ან არასაკმარისი ციტირებით
- გამოგონილი წყაროები – მითითება არარსებულ წყაროზე, ან ციტირება, რომელიც არ შეესაბამება მითითებულ ტექსტს.
შემოწმების პროცედურა
ჟურნალში წარდგენილი სტატიები გადიან ორ ეტაპიან შემოწმებას:
- I ეტაპი – ტექნიკური შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ხელნაწერი მოწმდება პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამით Turnitin.
- II ეტაპი – სტატია გადის ორმაგი ფარული რეცენზიის პროცესს, რომელიც აფასებს როგორც ტექსტის სამეცნიერო ღირებულებას, ისე მის ორიგინალობას და შესაძლო დამთხვევებს გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან.
რეაგირების მექანიზმი
პლაგიატის იდენტიფიცირების შემთხვევაში სტატია უარყოფილია.
სერიოზული ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია:
- აუკრძალოს ავტორს გამოქვეყნება ჟურნალში 3 წლამდე ვადით ან სამუდამოდ (დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით)
- უარი თქვას სამომავლო თანამშრომლობაზე
- აცნობოს დარღვევის შესახებ შესაბამის აკადემიურ დაწესებულებას ან დაფინანსების ორგანიზაციას.
შეტყობინების პროცედურა
ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ჟურნალის რედაქციას პლაგიატის სავარაუდო ფაქტზე. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სტატიის სათაური და ავტორი/ავტორები;
- დარღვევის აღწერა და არგუმენტაცია;
- დამადასტურებელი წყაროები ან ბმულები.