შეფასების პროცესი

ჟურნალი იყენებს რეცენზირების ორმაგ ანონიმურ სისტემას. ჟურნალში „გლობალიზაცია და ბიზნესი“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი დადებითი და ფარული რეცენზია.

რეცენზენტი თითოეული სტატიისთვის სარედაქციო კოლეგიის მიერ შეირჩევა მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერებიდან, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები შესაბამისობაშია სტატიის შინაარსთან.

რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით რეცენზიას, ნაშრომი ეგზავნება მესამე რეცენზენტს, რომლის შეფასებაც წყვეტს გამოქვეყნების საკითხს.

სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 15 დღე სტატიის მიღებიდან, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად.

რეცენზენტი:

  1. რეკომენდაციას უწევს ნაშრომის არსებული სახით გამოქვეყნებას (დადებითი რეცენზია).
  2. არ უწევს რეკომენდაციას ნაშრომის გამოქვეყნებას (უარყოფითი რეცენზია).
  3. გამოქვეყნება შესწორების შემდეგ.

დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით შეფასების ფორმის შესაბამისად.

50 დან 70 ქულამდე შეფასების შემთხვევაში რეცენზენტ შეუძლია ავტორს მისცეს უარყოფითი რეცენზია ან შესწორების რეკომენდაცია კონკრეტული შენიშვნებითა და მითითებებით.

50 ქულაზე დაბალი შეფასების შემთხვევაში რეცენზენტი იძლევა უარყოფით რეცენზიას.

სამივე შემთხვევაში პასუხი დაუყოვნებლივ ეცნობება ავტორს.

რეცენზენტის მიერ შენიშვნების და მითითებების შემთხვევაში, რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან. რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო რეცენზიას აკეთებს იგივე რეცენზენტი.

სარეკომენდაციო რეცენზიის/შენიშვნების შემთხვევაში, საჭიროა თითოეული თანაავტორის დასტური განხორციელებული ცვლილების შესახებ.

თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მის დასაბუთებულ პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტატიის გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ.

სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს ორი დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია.