ინფორმაცია ავტორებისთვის

ჟურნალში ,,გლობალიზაცია და ბიზნესი’’ ავტორებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ნაშრომები. რედაქტორის შეფასებით დადგინდება, შეესაბამება თუ არა წარდგენილი სტატიები ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს. ის ნაშრომები, რომლებიც მიიღებენ რედაქტორის დადებით შეფასებას, გადაიგზავნება რეცენზიაზე, რათა დადგინდეს გამოქვეყნდება თუ არა აღნიშნული ნაშრომი ჟურნალში. სამეცნიერო ნაშრომის წარდგენამდე ავტორებს მოეთხოვებათ, მოიპოვონ ნებართვა ყველა იმ მასალაზე, რაც ტექსტში აქვთ წარმოდგენილი, იქნება ეს ფოტოსურათები, დოკუმენტები თუ მონაცემები. 

ყველა ის ავტორი, რომელიც გამოგზავნილ სტატიაში არიან წარმოდგენილი, ავტორობაზე უნდა აცხადებდეს თანხმობას. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისმა ეთიკის კომიტეტმა, საკვლევი ქვეყნის სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა დაამოწმონ ჩატარებული კვლევა. 

რედაქტორს შეუძლია არ მიიღოს ნაშრომი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აკმაყოფილებს ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს. სტატიის წარდგენამდე, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ საკვლევი გეგმა და არგუმენტი სწორად არის ორგანიზებული და ჩამოყალიბებული. სათაური უნდა იყოს ლაკონიური, ხოლო აბსტრაქტი ტექსტისგან დამოუკიდებელი, მხოლოდ აღნიშნული და ქვემოთ მოცემული წესებისა და პირობების შემთხვევაში არის შესაძლებლობა რეცენზენტებმა დაიწყოს მიღებული ნაშრომის განხილვა. როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ნაშრომი ჟურნალის სტანდარტების შესაბამისობაშია, გაიარეთ რეგისტრაცია.

სტატიის რეგისტრაციის წესი და ტექსტის ფორმატი:

  • ავტორებს შეუძლიათ სტატიები წარმოადგინონ ინგლისურ ან ქართულ-ინგლისურ ენაზე;
  • ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 12 გვერდს;
  • ზღვარი: ზევით-ქვემოთ – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
  • შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - Sylfaen; ინგლისური ტექსტისთვის - Times New Roman;
  • შრიფტის ზომა - 12;
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,5;

    ავტორების მონაცემები:
  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი და აფილაცია (თანმიმდევრობით, შრიფტის ზომა - 12);
  • ნახაზებიგამოსახულებებისქემებიფოტოებიილუსტრაციებიცხრილები უნდა იყოს მოცემული შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
  • თუ ტექსტში მხოლოდ ერთი ილუსტრაციაა მოცემულიის არ უნდა იყოს დანომრილი;
  • აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნახაზებისგამოსახულებებისსქემებისფოტოებისილუსტრაციებისცხრილების დასათაურება ან/და იმავე ადგილას (სათაურის ქვემოთმოკლე დახასიათება;
  • სტატიის სათაური: ერთ ხაზში, შრიფტის ფორმატი - Bold, ზომა - 14;
  • აბსტრაქტი (150-250 სიტყვა) სტატიის ენაზე. ფორმატი: დახრილი - Italic, შრიფტის ზომა - 12; სადაც, სტატიის მთავარი მეცნიერული შედეგები უნდა იქნეს გამოხატული. აღნიშნული რეზიუმეში არ უნდა იყოს მოყვანილი ციტატები გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებიდან, სქემებიდან, ფოტოებიდან, ილუსტრაციებიდან ან ცხრილებიდან;
  • საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა); ფორმატი: დახრილი - Italic, შრიფტის ზომა - 12;

სტატიის აგებულება: (შესავალიძირითადი ნაწილიდასკვნა) - შრიფტის ზომა -12;

ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი (იხქვემოთ):

სტატიის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურაში მითითებული გამოცემები უნდა განთავსდეს ანბანური თანმიმდევრობითავტორების გვარების მიხედვით (არ არსებობის შემთხვევაშიკრებულის დასახელებით), ჯერ ქართულიშემდეგ უცხოური გამოცემები.

ციტირების მაგალითი:

1. მონოგრაფია

რატიანი, დ. (2015). გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემები. თბილისი, „ინტელექტი“,  გვ. 10

ტექსტში: (რატიანი, 2015: 10) 

2. ნაშრომი

„მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები“, თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 10

ტექსტში: (რატიანი, 2015: 10)

3. ჟურნალი

რატიანი, გ. (2015). გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემები ჟ.: „გლობალიზაცია და ბიზნესი“, № 3, გვ. 30

თუ წიგნს (სტატიასჰყავს რამდენიმე ავტორიტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს პირველად მოცემული ავტორის გვარიდა შემდეგ იმ თანმიმდევრობითროგორც ეს ერთი ავტორის შემთხვევაშია.

[რატიანი...2015: 10] 

4. კრებული

თსუ სამეცნიერო შრომების კრებული…. (2015). თბილისი, „ეკონომიკა“, გვ. 15.

ტექსტში:

(თსუ…2015:15)

უცხოური წიგნის მითითების შემთხვევაშიავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალ ენაზე და დამტკიცების წესი იგივე იქნებაროგორც ეს ქართულენოვანი წიგნის მითითებისას არის მიღებული.

ენციკლოპედიის ან ლექსიკონის დამტკიცება ხდება ავტორის (ავტორთა გვარებისან სათაურის პირველი სიტყვის მითითებითროგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული.

თუ ავტორმა იმავე წელს გამოსცა ორი ან ორზე მეტი წიგნიგამოცემის თარიღიდან შესაბამისად უნდა მიეთითოს a, b და ..

მაგალითად: (რატიანი, 2007a:181).

ვტორის შენიშვნები უნდა განთავსდეს შესაბამისი გვერდის ბოლოსსქოლიოში და დაინომროს მთლიან სტატიაში ერთიანი ნუმერაციითსქოლიოს შრიფტის ზომაა 9.

სტატიაში ციტირებისას კონკრეტული მონაკვეთი უნდა გამოიყოს ძირითადი ტექსტისგან დახრილი შრიფტით (italics). ციტირების შრიფტის ზომა - 11.