ჟურნალის შესახებ
საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი (G&B) 2016 წელს დაარსდა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ გამოცემას წარმოადგენს.
ჟურნალის მისიაა განავითაროს ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების აქტუალური საკითხები, შემოიტანოს კვლევაზე და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა და გააღრმაოს არსებული დისკუსია, ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერებთან, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
ჟურნალი აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც საკითხებს შედარებით კონტექსტში განიხილავს, რათა ნაშრომები შესაბამისი და საინტერესო იყოს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აკადემიური აუდიტორიისთვის.
მიზნები და თემატიკა
გლობალიზაცია და ბიზნესი არის ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალიზაციის გავლენის შესახებ ეკონომიკურ განვითარებაზე, ბიზნესზე, საჯარო პოლიტიკაზე, მმართველობაზე, ტურიზმზე, და სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიგინალური, მაღალი აკადემიური ხარისხის კვლევების გამოქვეყნებას. ზოგადი მულტიდისციპლინური ჟურნალისგან განსხვავებით, იგი წარმოადგენს მიზანმიმართულ აკადემიურ პლატფორმას იმ კვლევებისთვის, რომლებიც ურთიერთდაკავშირებული დისციპლინების ჭრილში განიხილავს გლობალიზაციიდან გამომდინარე კომპლექსურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
-
ბიზნესი, შრომის ბაზრები, ტურიზმი და ეკონომიკური პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში
-
გლობალური მმართველობა, საჯარო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
-
სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული ტრანსფორმაციები გლობალიზაციის პირობებში
E-ISSN: 2449-2612