შესწორების და გაუქმების პოლიტიკა
შესწორებებისა და სტატიის გაწვევის პოლიტიკა
ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი უზრუნველყოფს აკადემიური ჩანაწერების მთლიანობასა და გამჭვირვალობას. გამოქვეყნებული ნაშრომების სიზუსტის მიზნით, ჟურნალს აქვს დამკვიდრებული მკაფიო პროცედურები ტექნიკური ხასიათის შეცდომების გასასწორებლად და საჭიროების შემთხვევაში სტატიის გაწვევისათვის.
პუბლიკაციის შემდგომი შესწორებები
შესწორებები გულისხმობს იმ მცირე ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც არ ზღუდავენ სტატიის ძირითადი მიგნებებისა და დასკვნების სანდოობას. ასეთ შეცდომებად მიიჩნევა:
- ციფრული მონაცემების ტიპოგრაფიული შეცდომები (მაგალითად, პროცენტული მაჩვენებლები, ციფრები)
- ავტორის სახელის ან დაწესებულების არასწორი მითითება
- ბიბლიოგრაფიული წყაროების ან ჰიპერბმულების ფორმატირების ხარვეზები
ასეთი ტიპის შესწორების შემთხვევაში, გამოქვეყნდება შეცდომის შესახებ განცხადება, რომელიც დაუკავშირდება ორიგინალ სტატიას. სტატიის განახლებული PDF ვერსია აიტვირთება ვებსაიტზე, შესაბამისი განმარტებით სადაც აღნიშნული იქნება შეცდომის წყარო (ავტორი ან რედაქცია).
ნაშრომის გაუქმება
ნაშრომის გაწვევა განიხილება, თუ გამოვლინდება ისეთი გარემოებები, რომლებიც სერიოზულად აზიანებენ სტატიის სანდოობას, მათ შორის:
- დაუსაბუთებელი მიგნებები, რომლებიც გამოწვეულია სამეცნიერო არაკეთილსინდისიერებით (მაგ. მონაცემთა ფალსიფიკაცია) ან უბრალო შეცდომით (მაგ. არასწორი გაანგარიშება)
- პლაგიატის შემთხვევები
- დუბლირებული ან განმეორებითი პუბლიკაცია სათანადო მითითების გარეშე
- არაეთიკური სამეცნიერო პრაქტიკა
გაწვევის გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია საფუძვლიანი განხილვის შემდეგ. ავტორები დროულად მიიღებენ წერილობით შეტყობინებას განმარტებით.
გაწვეული სტატიები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ, თუმცა ნათლად იქნება მინიშვნებული, როგორც გაწვეული, თანდართული განცხადებით, რომელიც განმარტავს გაწვევის მიზეზს.
შეშფოთების გამოხატვა
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის მტკიცებულება დაუდგენელია ან კვლევის სანდოობა საეჭვოა, ჟურნალმა შესაძლოა გამოაქვეყნოს შეშფოთების განცხადება. ეს განცხადება დაუკავშირდება ორიგინალ სტატიას და აღწერს არსებულ საკითხს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეშფოთების განცხადება შესაძლოა განახლდეს ან ჩანაცვლდეს შესაბამისი შესწორებით ან სტატიის გაწვევით.
განხორციელება და ხელმისაწვდომობა
შეცდომებისა და გაწვევის ყველა განცხადება:
- დაუკავშირდება ორიგინალ სტატიას ელექტრონულ ვერსიებში
- ნათლად იქნება იდენტიფიცირებული, როგორც გამოსწორება, გაწვევა ან შეშფოთება
- გამოქვეყნდება სწრაფად, რათა შემცირდეს დეზინფორმაციის გავრცელების რისკი
- იქნება საჯარო და თავისუფლად ხელმისაწვდომი მკითხველთათვის
ჟურნალი უზრუნველყოფს, რომ ყველა ასეთი განცხადება გავრცელდეს ინდექსირების ბაზებში და არქივებში, რათა შენარჩუნდეს აკადემიური ჩანაწერის სიზუსტე.
აღნიშნული პოლიტიკა შეესაბამება COPE-ის (Committee on Publication Ethics) მიერ დადგენილ ეთიკურ სტანდარტებს.