მასშტაბის ეკონომია, საავადმყოფოს ეფექტიანობა და ოპტიმალური ზომა
DOI:
https://doi.org/10.35945/gb.2024.17.012საკვანძო სიტყვები:
მასშტაბის ეკონომია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სამედიცინო მომსახურების ხარჯები, საავადმყოფო, სამედიცინო ბაზარიანოტაცია
მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს საავადმყოფოების გამსხვილების პროცესი. საავადმყოფოები ხდება უფრო დიდი (ანუ ყოველწლიურად უფრო იზრდება პაციენტის მიღება) და უფრო რთული (ანუ, უფრო ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობენ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ უფრო მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურების საჭიროებები). ჰოსპიტალურ სექტორში ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში მნიშვნელოვანია მასშტაბის ეკონომია, რომლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია საშუალო ხარჯების შემცირებით და ხარისხის ზრდით. მაგრამ სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარჯების ამ ურთიერთკავშირის გაზომვა რთულია, რადგან საავადმყოფოები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სპეციალიზაციის დონის, პაციენტთა შემადგენლობის და სხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც გავლენას ახდენენ ხარჯების მოცულობაზე. ნაშრომში განხილულია ჯანდაცვის სექტორში მასშტაბის ეკონომიკის თავისებურებები, სამედიცინო მომსახურების მოცულობის დამოკიდებულება ხარჯებზე და ხარისხზე.
კვლევები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა ფაქტორების გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე და ხარისხზე დამოკიდებულია იმ გარემოზე და სტიმულების სისტემაზე, რომლებშიც ფუნქციონირებენ საავადმყოფოები. პაციენტებსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ ფასზე მოლაპარაკებებს, არ განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას. საავადმყოფოს მომსახურების რეალურ ღირებულებასთან და მკურნალობის ხარისხთან მიმართებით ინფორმაციული ასიმეტრიის გამო სამედიცინო მომსახურების მყიდველები გავლენას ვერ ახდენენ ხარჯების შემცირებაზე და მკურნალობის ხარისხის ამაღლებაზე, რაც ზრდის საავადმყოფოს ძალაუფლებას. ამგვარად, როდესაც ვაფასებთ საავადმყოფოების კონკურენციის გავლენას ხარჯებზე და მკურნალობის ხარისხზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ჯანდაცვაში საბაზრო მექანიზმები ყოველთვის არ ამაღლებენ საზოგადოების კეთილდღეობას.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .