მეფუტკრეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ეკონომიკური ეფექტები

ავტორები

  • Vakhtangi Taktakidze ეკონომიკის დოქტორანტი, სსიპ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, საქართველო ავტორი https://orcid.org/0009-0001-1191-6335

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2024.17.011

საკვანძო სიტყვები:

მეფუტკრეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობა

ანოტაცია

სტატიაში  განხილულია  მეფუტკრეობაში ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების ეკონომიკურ გავლენა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), Machine Learning (ML) და Internet of Things (IoT). შესწავლილია ბალანსი საწყის ინვესტიციებსა და ინვესტიციების „ამოღებას“ (ROI)-ს, ოპერაციულ მასშტაბურობას, ბაზრის კონკურენტუნარიანობას და მთავრობის პოლიტიკის გავლენებს შორის. ხაზგასმულია ყოვლისმომცველი ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა სარგებლის ოპტიმიზაციისათვის და მეფუტკრეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისათვის.

დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს მასშტაბ ეფექტს, რაც საშუალებას აძლევს მეფუტკრეებს მართონ უფრო მეტი პროცესები და ოპერაციები უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით, გავიდნენ უფრო ფართო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ განაპირობებს შემოსავლების ზრდასა და მაღალ რენტაბელობას. ამასთანვე, აღნიშნულია საქმიანობის მასშტაბებთან და საბაზრო პირობებთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთაც ძირითადად აწყდებიან მცირე საფუტკრეები სახელმწიფოს მხრიდან  არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერის (სუბსიდირების) პირობებში. ასევე, ხაზგასმულია ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების მიზნით სპეციალური სასწავლო პროგრამების  შემუშავების საჭიროება, რაც გაუადვილებს მეფუტკრეებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, კერძოდ: პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, სათანადო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას და მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

სტატიის დასკვნით ნაწილში წარმოჩენილია ის მაკროეკონომიკური სარგებელი, რომლის მოტანაც შეუძლია მეფუტკრეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ბაზრის გაფართოვება, ექსპორტის ზრდა. აღნიშნულია დარგის ყოვლისმომცველი ეკონომიკური ანალიზის საჭიროება მეფუტკრეობაში მდგრადი და სასარგებლო ტექნოლოგიური პროგრესის მისაღწევად.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-24

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

მეფუტკრეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ეკონომიკური ეფექტები. (2024). გლობალიზაცია და ბიზნესი, 9(17), 120-128. https://doi.org/10.35945/gb.2024.17.011

Share