მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტი: ბაზრის დეტალური ანალიზის და ბრენდის პოზიციონირების მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.35945/gb.2024.17.010საკვანძო სიტყვები:
მეფუტკრეობა, ბაზრის ანალიზი, ექსპორტი, ბრენდინგი, საკანონმდებლო ჩარჩოანოტაცია
ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის აუცილებელია ამ ბაზრების მრავალმხრივი საფუძვლიანი ანალიზი. სტატიაში განხილულია ბაზრის სეგმენტაციის, მომხმარებელთა პრეფერენციების, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების, სამართლებრივი რეგულაციების, პროდუქციის სერტიფიცირების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და კონკურენციის გავლენა შესაბამისი მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეფუტკრეობის მაღალი ხარისხის პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე ეფექტიან პოზიციონირებას და ექსპორტის ზრდას.
კონკურენციის ანალიზი მნიშვნელოვანია საბაზრო შესაძლებლობების დადგენისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული მეფუტკრეობის პოზიციონირებისათვის. ხაზგასასმელია ქართული მთის რუხი ფუტკრის უნიკალური ფიზიოლოგიური და ხარისხობრივი თვისებები, მისი თვინიერება, მაღალპროდუქტიულობა, ავადმყოფობებისადმი მედეგობა.
სტატიაში აღნიშნულია საექსპორტო პოტენციალის ამაღლებისათვის აგრეთვე სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებს როგორც ტექნოლოგიურ ინოვაციებს, აგრეთვე თანამედროვე მარკეტინგულ მეთოდებს, ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების ანალიტიკის ჩათვლით; რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს მეფუტკრეობის პროდუქტების მიმზიდველობის ზრდაზე. მომხმარებელთა პრეფერენციების დადგენა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ხარისხის სერტიფიკატების მოპოვება უმნიშვნელოვანესია ქართული მეფუტკრეობის ბრენდების საერთაშორისოდ აღიარებისა და მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად. ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების წარმატებული ექსპორტის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების საფუძველად განხილულია ბაზრების ანალიზი, თანამედროვე ბრენდინგი და დინამიური მარკეტინგი.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .