პროფესიული წინსვლის ხელმისაწვდომობა სტუდენტური სტაჟირების ეკონომიკურ-სამართლებრივ კონტექსტში

ავტორები

  • Irakli Leonidze ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • Zurab Sherazadishvili ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2023.16.008

საკვანძო სიტყვები:

Professional Career, Student Internship, Economic-Legal Context, Employer, Employee, Protection

ანოტაცია

საქართველოში სტაჟირების ხელმისაწვდომობა განპირობებულია სტუდენტების მიზნობრივი დაინტერესებითა და, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღების შესაძლებლობით/მხარეთა თანხმობით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოა, ეს გულისხმობს კანონმდებლის უმთავრეს ფუნქციას - დაადგინოს ნორმები, რომლითაც მოაწესრიგებს მხარეთა ურთიერთობებს, ან იგულისხმოს კანონისმიერი მოწესრიგებისგან თავშეკავება ურთიერთობის მონაწილეების მოქმედებათა თავისუფლებაში.

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხისთვის სახელმწიფოსა და უნივერსიტეტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფუნქცია ენიჭება. თანდათან კი, ჩნდება არათანმხვედრი მიმართება სტაჟირების ეკონომიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობებს შორის. სახელმწიფოს როლი შრომის ბაზარზე მოქმედი სტაჟირების რეგლამენტაციაში ორაზროვნად განიხილება. როგორც აღინიშნა, არა მხოლოდ რეგულირება, არამედ რეგულირებისგან თავშეკავებაც შესაძლოა იყოს სახელმწიფოს როლის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რათა სამართლებრივმა კონტექსტმა გადამეტებულად არ შეზღუდოს ეკონომიკური მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, თუ რა არის ის ინტერესი, რომლის რეგლამენტაციაც უნდა განხორციელდეს და მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე აისახოს. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდეს, თუმცა ამ ცვლილების მიზანი სწორად უნდა იყოს დანახული პრობლემათა საპასუხოდ, არსებულ რეალობასთან კავშირში. უკეთესი პირობების დასადგენად აუცილებელია, რომ არსებული ხარვეზები და პრობლემები გამოსწორდეს, რათა უფლების დაცვის საშუალებები მაქსიმალურად იქნეს გაზიარებული.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

  • Irakli Leonidze, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    სამართლის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი

  • Zurab Sherazadishvili, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-27

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

პროფესიული წინსვლის ხელმისაწვდომობა სტუდენტური სტაჟირების ეკონომიკურ-სამართლებრივ კონტექსტში. (2023). გლობალიზაცია და ბიზნესი, 8(16), 77-97. https://doi.org/10.35945/gb.2023.16.008

Share