ლიდერის როლი საგანმანათლებლო სისტემაში

ავტორები

  • Salome Chkheidze ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მართვის სისტემებისა და შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება ავტორი

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2023.16.009

საკვანძო სიტყვები:

ლიდერი, საგანმანათლებლო ლიდერობა, უნარები, როლი

ანოტაცია

სტატიის მთავარ მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო სფეროში ლიდერის როლის აღწერა და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა.  საგანმანათლებლო მენეჯმენტში ლიდერის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა იქნას უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის სწავლება-სწავლის პროცესი და ეფექტური მართვის სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას. (Eacott, 2015) [1]

საგანამანთლებლო სისტემაში, ლიდერობა გავლენას ახდენს პროცესზე, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ სასურველ მიზნამდე, ხოლო კარგი ლიდერი ავითარებს ხედვას საგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ. წარმატებული ლიდერი კი აყვარებს თანამშრომლებს საქმეს და აძლევს მათ მოტივაციას მიისწრაფოდნენ საერთო სასურველი მიზნისა და წარმატებისაკენ. განათლების მართვა არის პროცესი, სადაც ლიდერი იღებს ინიციატივას,  ხელი შეუწყოს სწავლება-სწავლის პროცესში ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვას. (Surya, 2011) [2]

ლიდერი განათლების მართვაში არის პასუხისმგებელი საგანმანათლებლო ორგანიზაციის მისიის, მიზნისა და ორგანიზაციული ხედვის ჩამოყალიბებაზე, რაც შემოდგომში წარმოადგენს მთავარ პრინციპს ყველა დაინტერესებული მხარესათვის, როგორც სტუდენტის/მოსწავლის, ასევე მშობლის, თანამშრომლისა და სხვა ნებისმიერი პირისათვის.

ამასთანავე, ლიდერი ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება-სწავლის პროცესის ყველა საჭირო პირობის შექმნა, რათა იქნას უზრუნველყოფილი თანამშრომელთა და სტუდენტთა/მოსწავლეთა უსაფრთხოების ნორმები, ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემო, სადაც ყველა ადამიანი თავს იგრძნობს კომფორტულად. ამასთანავე ლიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მართვის ეფექტური გზა, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის მიწოდების გარანტია.

აღნიშნულ სტატიაში გავნიხილავ ლიდერის ტიპებს და ლიდერის როლს განათლების მართვაში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

  • Salome Chkheidze, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მართვის სისტემებისა და შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

    დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირება
    IMS მენეჯერი, დამოუკიდებელი აუდიტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-27

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

ლიდერის როლი საგანმანათლებლო სისტემაში. (2023). გლობალიზაცია და ბიზნესი, 8(16), 98-108. https://doi.org/10.35945/gb.2023.16.009

Share