სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი საქართველოს საავადმყოფოებში

ავტორები

  • Tengiz Verulava Doctor of Medicine, Professor, School of Medicine and Healthcare Management, Caucasus University, Georgia ავტორი

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2023.15.012

საკვანძო სიტყვები:

STRATEGIC MANAGEMENT, STRATEGY PLANNING, STRATEGY ASSESSMENT, HOSPITAL, TBILISI

ანოტაცია

მუდმივად ცვალებად გლობალურ და ადგილობრივ გარემოში უკეთესად ადაპტაციისთვის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტია სტაბილური ჰოსპიტალური სექტორის ფუნქციონირება, რისთვისაც აუცილებელია ეფექტური სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესების მუდმივი განხორციელება. კვლევის მიზანია საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის შესწავლა.
  რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა თბილისის მსხვილი საავადმყოფოების მენეჯერების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით. საავადმყოფოების ძალიან მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას სტრატეგიული დაგეგმვის კუთხით ჩატარებულ ლექციებსა და ტრენინგებში (13%), გამოკითხულთაგან სტრატეგიული დაგეგმვის კომიტეტი ჰყავდა ერთ სტაციონარს (4.3%), გამოკითხული სტაციონარების უმრავლესობას (87%) ჰქონდა დოკუმენტირებული სტრატეგიული გეგმა; სტრატეგიულ დაგეგმვაში უმეტესად ჩართული იყო მმართველი საბჭო (69.6%), ნაწილობრივ – ექიმები (30.4%). საავადმყოფოების მხოლოდ მესამედის (34.8%) ბიუჯეტის შემუშავება ხდება სტრატეგიული გეგმის მიხედვით. სტრატეგიული გეგმის მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად არ ხდება რესურსების (43.5%), ბიუჯეტის სახსრების განაწილება (47.8%) და ახალი ფინანსური რესურსების გამოვლენა და მოპოვება (47.8%). საავადმყოფოების უმეტესი ნაწილი ნაკლებად ახდენს: მიზნების მიღწევის მაჩვენებლების შეფასების შედეგების შედარებას სხვა საავადმყოფოების შედეგებთან (52.2%); სტრატეგიული გეგმის მიზნების მიღწევის ღონისძიებების 
ღირებულებების რეგულარულად მოხსენებას საავადმყოფოსთვის (43.5%); სტრატეგიული პროექტების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად სხვა საავადმყოფოების მიზნების მიღწევის ღონისძიებების ბენჩმარკინგს (78.3%).
  სტაციონარების მხოლოდ მცირე ნაწილში მიმდინარეობს სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი, რაც, შესაბამისად, აისახება ჯანდაცვის ბაზარზე მათ პოზიციასა და წარმატებაზე. საავადმყოფოები მხოლოდ შეიმუშავებენ სტრატეგიულ გეგმას, მაგრამ მათი განხორციელების მონიტორინგი ძალიან სუსტია და არ ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს. ექიმების უნარები სტრატეგიულ დაგეგმვაში დაბალ დონეზეა, რაც შეიძლება მივაწეროთ არასათანადო კომპეტენციას, არასაკმარის ცოდნას, სტრატეგიული მნიშვნელობის არასწორ აღქმას. ასეთი უნარების ათვისებისთვის კი საჭიროა სისტემატიური ტრენინგების ჩატარება.
  მიზანშეწონილია, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით იყოს განსაზღვრული, რომ სამედიცინო ორგანიზაციას სავალდებულო წესით შემუშავებული ჰქონდეს დოკუმენტირებული სტრატეგიული გეგმა და ჰყავდეს სტრატეგიული მართვის მენეჯერი. მნიშვნელოვანია სტაციონარებში ტარდებოდეს სასწავლო ტრენინგები სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის შესახებ.

 

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-31

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი საქართველოს საავადმყოფოებში. (2023). გლობალიზაცია და ბიზნესი, 8(15), 116-129. https://doi.org/10.35945/gb.2023.15.012

Share