ბიზნეს-სამართლებრივი პოლიტიკა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში

ავტორები

  • Meri Ketiladze Lecturer, Doctoral student, Caucasus International University, Georgia ავტორი

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2023.15.011

საკვანძო სიტყვები:

ვალაუვალობა, რეაბილიტაცია, ვალაუვალი მოვალე, ბიზნეს- სამართლებრივი პოლიტიკა

ანოტაცია

ბიზნესისა და სათანადო ბიზნეს გარემოს არსებობა ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მის შენარჩუნებასაც იგივე მნიშვნელობა აქვს. რასაც ვალაუვალობის სამართალი უზრუნველყოფს რეაბილიტაციის რეჟიმის საშუალებით. სწორედ ამიტომ, ნაშრომში განხილულია, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის რეჟიმს ბიზნეს სუბიექტისათვის. ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც გამოიხატა კანონების მიღებით, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებითა თუ სხვ. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონი. ნაშრომში, ასევე, განხილულია სასამართლო ხელისუფლება და მისი როლი ბიზნესის გადარჩენაში კონკრეტული მაგალითის საფუძველზე. ნაშრომი, ასევე, მიმოიხილავს საქართველოს ადგილს სხვადასხვა რეიტინგებში, მაგალითად ისეთებში, როგორებიცაა, „Doing Business“-ი და The Heritage Foundation“-ი. მათი მნიშვნელობისა და გავლენის გათვალისწინებით, აღნიშნული რეიტინგები და მათში საქართველოს ადგილი უცხოელ ინვესტორთა სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ასევე, აღსანიშნავია რეიტინგში სასამართლო ხელისუფლების ადგილი, რომელმაც სტაგნაცია განიცადა. ამას რასაკვირველია, უარყოფითი გავლენა აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოში ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ პირთათვის. განსახილველი საკითხის ფარგლებში, მართალია, სათანადო სამართლებრივი ჩარჩო არსებობს, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ციფრები, რომლებიც რეიტინგებში იკითხება, არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში აბსოლუტურად ჯანსაღი გარემო არსებობს ბიზნესის კეთებისათვის. ამისათვის კი, ნათელია, რომ მხოლოდ ვალაუვალობის კანონის არსებობა არაა საკმარისი.

 

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-31

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

ბიზნეს-სამართლებრივი პოლიტიკა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში. (2023). გლობალიზაცია და ბიზნესი, 8(15), 98-115. https://doi.org/10.35945/gb.2023.15.011

Share