რამდენად ეფექტიანი მექანიზმია ბირთვულიიარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია (TPNW)ბირთვული ესკალაციის შესაკავებლად?
DOI:
https://doi.org/10.35945/gb.2023.15.002საკვანძო სიტყვები:
NUCLEAR WEAPONS, ESCALATION, PROHIBITION REGIME, DETERRENCEანოტაცია
მოცემულ ნაშრომში განხილულია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის (TPNW) ეფექტიანობის საკითხი ბირთვული ესკალაციის შესაკავებლად, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წელს და კრძალავს ბირთვული იარაღის შექმნას, ფლობას, გავრცელებასა და გამოყენებას, ამასთანავე, პასუხობს დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებულ მთელ რიგ მოთხოვნებს. საკითხის სიღრმისეული ანალიზისთვის შერჩეულია რეჟიმების თეორია საერთაშორისო ურთიერთობებში და რეჟიმის ეფექტიანობის თეორიული ახსნის კრიტერიუმები. ნაშრომი აგებულია იმ ძირითადი მოსაზრების გარშემო, რომ კონვენცია არაეფექტიანია დასახული მიზნების მისაღწევად და განხილულია სამი ძირითადი არგუმენტი: (ა) ნორმატიული არათანმიმდევრულობა, (ბ) ინსტიტუციური მექანიზმების ნაკლებობა და (გ) გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კონტექსტის უგულებელყოფა. ამ უკანასკნელის განსამტკიცებლად ნაშრომში გაანალიზებულია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისგან მომდინარე ბირთვული დაშინების ფონზე გამოკვეთილი ბირთვული შეკავების მნიშვნელობა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, კონვენციის მთავარ ნაკლს წარმოადგენს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების მიერ შეთანხმების რატიფიცირებაზე უარის თქმა. ერთი მხრივ, ანარქიული საერთაშორისო სისტემა სახელმწიფოთა შორის ქმნის უნდობლობის და ასიმეტრიული სარგებლის მიღების მყარ საფუძველს და მეორე მხრივ, კონვენცია მათ არ სთავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს. შესაბამისად, კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების იდეალისტურ ხედვას.