საქართველოს ეკონომიკურიდასუსტების მიზანი – დანაშაულებრივი ქმედებასაბოტაჟის დისპოზიციაში

ავტორები

  • Khvicha Begiashvili Doctoral student, The School of Law, Davit Agmashenebeli University of Georgia ავტორი

DOI:

https://doi.org/10.35945/gb.2023.15.001

საკვანძო სიტყვები:

საბოტაჟი, დანაშაული, გამოძიება, დანაშაულის შემადგენლო- ბა, ეკონომიკური საფუძვლები

ანოტაცია

  სტატიაში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება – საბოტაჟის სუბიექტური მხარის დამახასიათებელი ნიშანი – საქართველოს დასუსტების მიზანი და მისი შემადგენლობის პრობლემატური საკითხები, რა დროსაც იდენტიფიცირებულია მუხლის დისპოზიციაში არსებული პრობლემა და წარმოდგენილია მისი გადაჭრის გზები. როგორც წესი საქართველოს დასუსტებაში მოიაზრება ქვეყნის ეკონომიკური 
საფუძვლების ხელყოფა. სტატიაში, აგრეთვე წარმოდგენილია, საკვლევ თემასთან დაკავშირებული უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიმოხილვა, რაც მკითხველისთვის უფრო მეტად გასაგებს ხდის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. 
  საქართველოს დასუსტების მიზნის განმარტებას არ იძლევა მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც სამეცნიერო წრეების მიერ გამახვილებულა სტატიაში წამოჭრილ პრობლემაზე ყურადღება და, შესაბამისად, არ არსებობს საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევა. ამ მხრივ, სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ ნოვაციას და იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარების გზების ძიების მცდელობას. სტატიაში განხილული პრობლემატიკა უფრო საგრძნობი არის პრაქტიკაში, კერძოდ, საბოტაჟის გამოძიების და ამ ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს, აგრეთვე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
  სამეცნიერო ნაშრომის მიზანია საბოტაჟის სუბიექტური მხარის ირგვლივ არსებული პრობლემატიკის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-31

გამოცემა

სექცია

გამოქვეყნების ნებართვა

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს ეკონომიკურიდასუსტების მიზანი – დანაშაულებრივი ქმედებასაბოტაჟის დისპოზიციაში. (2023). გლობალიზაცია და ბიზნესი, 8(15), 11-26. https://doi.org/10.35945/gb.2023.15.001

Share