ჟურნალის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია
საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი (G&B) 2016 წელს დაარსდა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ გამოცემას წარმოადგენს.
ჟურნალის მისიაა განავითაროს ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების აქტუალური საკითხები, შემოიტანოს კვლევაზე და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა და გააღრმაოს არსებული დისკუსია, ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერებთან, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
ჟურნალი აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც საკითხებს შედარებით კონტექსტში განიხილავს, რათა ნაშრომები შესაბამისი და საინტერესო იყოს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აკადემიური აუდიტორიისთვის.
მიზნები და თემატიკა
გლობალიზაცია და ბიზნესი არის ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალიზაციის გავლენის შესახებ ეკონომიკურ განვითარებაზე, ბიზნესზე, საჯარო პოლიტიკაზე, მმართველობაზე, ინოვაციებზე, ტურიზმზე, განათლებასა და სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიგინალური, მაღალი აკადემიური ხარისხის კვლევების გამოქვეყნებას. ზოგადი მულტიდისციპლინური ჟურნალისგან განსხვავებით, იგი წარმოადგენს მიზანმიმართულ აკადემიურ პლატფორმას იმ კვლევებისთვის, რომლებიც ურთიერთდაკავშირებული დისციპლინების ჭრილში განიხილავს გლობალიზაციიდან გამომდინარე კომპლექსურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
ჟურნალი აქვეყნებს თეორიულ, ემპირიულ, შედარებით და პოლიტიკაზე ორიენტირებულ კვლევებს ეკონომიკის, ბიზნესის, საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკის მეცნიერების, განათლების, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით, რომლებიც შეისწავლის გლობალიზაციის პროცესებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ჟურნალი ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ აკადემიურ დიალოგს და მხარს უჭერს ისეთი კვლევების გამოქვეყნებას, რომლებიც ავითარებს აკადემიურ ცოდნას და ამავდროულად წარმოადგენს პრაქტიკულ რესურსს პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, პრაქტიკოსებისა და ფართო აკადემიური საზოგადოებისთვის.
ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
- ბიზნესი, შრომის ბაზრები და ეკონომიკური პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში
- პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
- განათლება, ინოვაცია და ციფრული ტექნოლოგიები
- ტურიზმი გლობალიზაციის პირობებში
- სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული ტრანსფორმაციები გლობალიზაციის პირობებში
საავტორო უფლებები და ლიცენზია
საავტორო უფლებები დაცულია Creative Commons ბაზაში CC BY-SA 4.0 ლიცენზიით. მკითხველს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფლად გაეცნოს, ჩამოტვირთოს, ასლი გადაიღოს, გაავრცელოს, ამობეჭდოს, იკვლიოს და გამოიყენოს სტატიის სრული ტექსტი რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე.
ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons-ისლიცენზია Attribution-ShareAlike 4.0 International. აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით.
ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, აღნიშნული ჟურნალი მიუთითონ, როგორც პირველადი გამოცემის წყარო.
ღია წვდომა
ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი ღია წვდომისაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მკითხველს, მიუხედავად მათი ინსტიტუციური კუთვნილებისა, შეუძლია უფასოდ გაეცნონ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. ეს ნიშნავს, რომ კვლევითი მიმართულების სტატიბზე წვდომა აქვთ არა მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილ ინსტიტუტების მკვლევარებს, არამედ პოლიტიკის სფეროში მომუშავე თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებს, ასევე ჟურნალისტებს, პრაქტიკოსებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას.
ენა
სტატიები ქვეყნდება ინგლისურ, ან ქართულ-ინგლისურ ენებზე. თითოეული სტატია გადის ტექსტის პროფესიონალური შესწორების პროცესს.
გამოქვეყნების ღირებულება
გლობალიზაცია და ბიზნესში სტატიის გამოქვეყნება, ისევე როგორც ტექსტის ტექნიკური და ლინგვისტური შესწორება არის უფასო.
ვადები
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ:
- ივნისის ბოლოს
- დეკემბრის ბოლოს
სარეკლამო პოლიტიკა
G&B არ იღებს რეკლამებს.