ჟურნალის შესახებ
საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი (G&B) 2016 წელს დაარსდა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ გამოცემას წარმოადგენს.
ჟურნალის მისიაა განავითაროს ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების აქტუალური საკითხები, შემოიტანოს კვლევაზე და
ღრმა ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა და გააღრმაოს არსებული დისკუსია, ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერებთან, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
ჟურნალის ძირითადი მიზნებია:
სამეცნიერო ინოვაციების ხელშეწყობა: ახალი იდეების, მეთოდოლოგიებისა და პროგრესის განვითარება. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა სიახლეს და ვახდენთ მათ ინტეგრაციას ჟურნალის საქმიანობაში.
უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობა: მკითხველს ვთავაზობთ უფასო, მყისიერ და უწყვეტ წვდომას სტატიებზე, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე სამეცნიერო შრომები.
ინტერდისციპლინური კვლევის მხარდაჭერა: ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების მრავალი დარგის დაკავშირება, რათა გადაწყდეს გლობალური პრობლემების მიმართ კომპლექსური საკითხები.
კვლევების გავრცელების უზრუნველყოფა: ვიღებთ პასუხისმგებლობას ფართო ასპარეზზე გავიტანოთ მეცნიერთა კვლევები, რათა მაქსიმალურად ხილვადი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის.
ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
-
გლობალიზაცია და სახელმწიფოთა ეკონომიკური პოლიტიკა
-
განათლება, ინოვაცია და ცოდნის ეკონომიკა
-
ციფრული განვითარება და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
-
ბიზნესის მართვა და მარკეტინგი
-
გლობალური შრომის ბაზრები და ადამიანური რესურსების მართვა
-
ტურიზმი გლობალიზაციის პირობებში
-
პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
-
მიგრაცია, დემოგრაფიული ცვლილებები, ოჯახური სტრუქტურები და სოციალური ტრანსფორმაციები
-
გენდერული თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა და კულტურათაშორისი დინამიკა გლობალიზაციის პირობებში
-
გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარება
E-ISSN: 2449-2612